არ მოსწონს ვაშაძეს? კეთილი ინებოს, ემუშავოს “ოცნებას” და უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს – ელისაშვილი მემორანდუმზე

“არ მოსწონს ვაშაძეს? კეთილი ინებოს, ემუშავოს “ოცნებას” და უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს ” – მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ მათსა და ქართულ ოცნებას შორის გაფორმებული მემორანდუმი გიორგი ვაშაძეს არ მოსწონს, “კეთილი უნდა ინებოს” და უკეთეს პუნქტებზე ემუშავოს ხელისუფლებას.

“ვაშაძე წესით უნდა ერკვეოდეს რაღაცებში. ის კანონი და კონსტიტუცია კი არ არის, რასაც ხელი მოვაწერეთ, ის არის ღია ტექსტი, მემორანდუმი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. ჩვემ იმ ტექსტზე ვემუშავეთ ქართულ ოცნებას და ის ტექსტი შევიმუშავეთ. არ მოსწონს გიორგი ვაშაძეს? კეთილი ინებოს, ემუშავოს ქართულ ოცნებას და უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს. სასაცილოა ასეთი განცხადებები, სევდიანი სანახავია. ჩვენზე მაგარი თუ არის ხომ? ადგეს და უფრო მაგარი ტექსტი დააწერინოს. რომ გმინავს და იძახის არ ვარგაო, აი, არა ვართ ჩვენ მაგრები, ვერ შევძელით მეტი. თითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი, ჩაწეროს ლომებრ პუნქტები”, – განაცხადა ელისაშვილმა.