“თუ ვლაპარაკობთ ევროპაზე, ევროპამ ჩვენგან უნდა ისწავლოს ქრისტიანობა, ჩვენ არ ვიცით ხოლმე არავის მიტოვება. 30 წელია საბჭოთა იმპერიიდან გამოვედით და ჯერ მსოფლიო ცივილიზებულმა საზოგადოებამ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჩვენ არ მიგვიღო ცივილიზებული ქვეყნების რიგში. ბალტიისპირეთი მიიღო, ჩვენ არ მიგვიღო… შიდა ომი იყო საქართველოში, ძმათა ომი იყო, მერე იყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ომი და რატომღაც ივიწყებენ, რომ ისიც რუსეთთან ომი იყო, აბა ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი ჩვენს აფხაზ ან ოს ძმებთან, მაგრამ მაგიც დაგვმართეს, მერე იყო 2008 წელი, იქაც მიგვატოვეს.
უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, მადლობა ღმერთს, [მოლდოვას] რუმინეთი დაუდგა და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ხედავთ, ლამის რევოლუცია წავიდა, უბრალოდ ხალხმა ნახა, რომ შეხედა, რომ სკამისთვის ბრძოლა იყო და ევროპას არავინ ართმევს. თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად დალაპარაკება. ჯერ ჩვენც უნდა ვისწავლოთ მათთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ და ისე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება, კანონი გვჭირდება? მივიღოთ კანონი, მაგრამ კანონს ვერ მიიღებ თუ ურთიერთგაგება არ გქონდა და ერთმანეთთან წესიერი ურთიერთობა არ გვქონდა. არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან საბას დროსაც რა გვიყო და მერე რას გვიშვებოდა, დღესაც რა გვიყო, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს, ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს.”
განაცხადა, ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა სოფელ ანაგაში ქადაგებისას.