“ასე გადაეცით პუტინს“–ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევაზე

უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო კონტრშეტევაზე.  კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან პრესკონფერენციაზე რეპორტიორმა ზელენსკის სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციაზე, რომ უკრაინის  თავდაცვის ძალები ფრონტის რამდენიმე სექტორში შეტევაზე გადავიდნენ. ზელენსკიმ თქვა, რომ ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოქმედებების შედეგებს მალე ყველა იგრძნობს.

” რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ.უკრაინაში მიმდინარეობს შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, მაგრამ რა ეტაპზეა, დეტალურად არ ვიტყვი. შედეგებს მალე ყველა იგრძნობს.. უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი, მე ყოველდღიურად ვუკავშირდები ჩვენს მეთაურებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ყველა პოზიტიურ განწყობაზეა. ასე გადაეცით პუტინს”, – უპასუხა ზელენსკიმ დამაზუსტებელ კითხვას.