აქციაზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული, გავაკონტროლებთ – გოლეთიანი

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მათ აქციაზე მისული ყველა ადამიანის უფლებას დაიცავენ, ძალადობას კი ემიჯნებიან.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩვენ აქციაზე მოსული თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული და ამას გავაკონტროლებთ ჩვენ. ამ ნაწილში ჩვენ არ გვჭირდება ჩარევა სხვა ადამიანების. იმ შეზღუდვებს, რომელიც დაწესებულია აქ სიმბოლიკის გამოყენების ნაწილში თუ სხვა თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება. როდესაც ეს ადამიანები მოდიოდნენ ჩვენთან ხეობაში, არავის პრეტენზია არ ჰქონია, რატომ დგას ეს აქ, რატომ დგას ეს იქ. ასეთი მიდგომა საკითხების მიმართ გამოიწვევს უბრალოდ დანაწევრებას. ძალადობა არ არის ქრისტიანული მოვლენა და ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ გამოვლინებას ძალადობისას”,– თქვა მან.

გოლეთიანის განმარტებით, აქციაზე სიმბოლიკის აკრძალვის მიზანია, რომ არ მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება.

ცნობისთვის, გუშინ ულტრამემარჯვენე ჯგუფმა LGBTQ სამკლაურის გამო აქციიდან გააგდო სირცხვილიას 2 აქტივისტი.