აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი  უკვე საქართველოშია.

ბონი ჯენკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიო-უსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას დაესწრება, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელია.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის მიერ შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზია. ბონი ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება.