აშშ-ს 6 შტატს ტორნადომ გადაუარა – დაიღუპა მინიმუმ 80 ადამიანი

აშშ-ში ტორნადოს მინიმუმ 80 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ 6 შტატს ტორნადომ გადაუარა –არკანზასს, ილინიოსს, კენტუკს, მისისიპის, მისურისა და ტენესის შტატებში, ყველაზე მეტად კენტუკის შტატი დაზარალდა.

კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშეარმა თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვმა დღის ბოლომდე შეიძლება 100-ს გადააჭარბოს.

პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, ყველა გუბერნატორს უთხრა, რომ ფედერალური მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.

„მე ასევე დავამტკიცე საგანგებო მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე საათის წინ მოითხოვა კენტუკის გუბერნატორმა ბეშეარმა. ეს დააჩქარებს ფედერალურ სასწრაფო დახმარებას კენტუკისთვის. მზად ვარ იგივე გავაკეთო სხვა შტატებისთვის”,– თქვა ბაიდენმა.

მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს რეგიონში გამგზავრებას ქარიშხლის ზარალის შესამოწმებლად, როდესაც გარემოებები ამის საშუალებას მისცემს.