აშშ-ში “ქურდული სამყაროს” ქართველი წევრები დააკავეს

შეერთებულ შტატებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს. 

გამოძალვის ფაქტზე, ჯამში ოთხი პირია დაკავებული: ვაჟა გაბადაძე, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე და დავით ტიკარაძე.

“როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები ადამიანებს ფულის მოთხოვნის მიზნით, ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ”, – განაცხადა ამერიკელმა ადვოკატმა დენ უილიამსმა.