აცრილებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი, გაუქმდეს კომუნალურები – ენმ-ს 8 მოთხოვნა

ნაციონალური მოძრაობა ვაქცინაციის წახალისების მიზნით ხელისუფლებას 8 მოთხოვნით მიმართავს:

  • ეპიდემიოლოგებმა წარმოადგინონ პროგნოზი, ტრაექტორია, სად მიდის ქვეყანა ეპიდსიტუაციის მიმართულებით;
  • აუცილებლია, სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადება, რომ ექიმებს დაეხმარონ;
  • ვაქცინაციის პოპულარიზაციისა და წახალისებისთვის – გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადები 3 თვით;​
  • ​სრულად ვაქცინირებულებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი;
  • სოციალურად დაუცველ ვაქცინირებულებს დამატებით 1 თვის სოციალური დახმარება ჩაერიცხოთ;
  • სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს, დამატებით მიეცეთ ნახევარი თვის პენსია;
  • სრულად ვაქცინირებულ თვითდასაქმებულებს გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი.
  • დაყოვნებლივ შემოიტანონ ვაქცინებით ბუტერ დოზებისთვის.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა.