ბათუმში დაკავებისას ჩვენ წევრს პოლიციამ სცემა, დაზიანებები აქვს სახეზე, ფეხებზე – “დროა”

ბათუმში დაკავებისას ჩვენ წევრს პოლიციამ სცემა, დაზიანებები აქვს სახეზე, ფეხებზე – ამის შესახებ, პარტია “დროას განცხადებაშია ნათქვამი.

“ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პარტია დროას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს. სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ცოტა ხნის წინ ადვოკატი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე. მისი თქმით, პოლიციამ დროას წევრს დაკავებისას სცემა”. – ნათქვამია დროას განცხადებაში.