ბათუმში ლელოს შტაბის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაძე “ლელოს” წევრებს, ალეკო მირცხულავასა და მიშო ქავთარაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ლელოს წევრები აცხადებენ, თავდასხმაში ბათუმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ბადრი მანველიძის შვილი და ძმისშვილი მონაწილეობდნენ. მანველიძე აგრეთვე ქართული ოცნების შტაბის წევრია.დაპირისპირება სავარაუდოდ კორპუსის მშენებლობის გამო მოხდა.

მილორავა და ქავთარაძე ამჟამად საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდასხმის ამსახველ ვიდეკადრებს მთავარი არხი ავრცელებს: