ბაიდენი კონგრესისგან უკრაინისთვის $33 მილიარდის გამოყოფას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდი დოლარი გამოყოს.

კონგრესის თანხმობის შემთხვევაში, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას „მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში” გამოეყოფა.

ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნის თანახმად, 33 მილიარდიდან 20.4 მილიარდი სამხედრო შეიარაღებისთვის იქნება გამოყოფილი, 8.5 მილიარდი ეკონომიკური დახმარებისთვის, 3 მილიარდი კი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.