“მოდით დავარქვათ როგორც არის. რუსული აგრესია უკრაინაში გახდა შესანიშნავი შესაძლებლობა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის, რომ მომგებიანად გადაიარაღდნენ: უარი თქვან მოძველებულ იარაღზე და სტრატეგიული პარტნიორების ხარჯზე ტექნიკის ახალი მოდელები მიიღონ. დღეს ბევრი ქვეყნის ფარდულები სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება. კითხვა: თუ ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული დოქტრინალური საფრთხე რუსეთია და რუსეთთან ომი დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რისთვის გჭირდებათ ახლა ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დაამშვიდოთ“ აქ და ახლა?”

წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.