“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსი არა მხოლოდ ჩვენი კარგი მეზობელია, რომელთანაც ათწლეულებია ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით ვმუშაობთ, არამედ ის, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა – ამ სიტყვის სრული გაგებით”.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.