ბილეთის გამოქვეყნება არაფერს ნიშნავს, ეს სააკაშვილის პოლიტიკური ტაქტიკაა – გია ხუხაშვილი

ბილეთის გამოქვეყნება არაფერს ნიშნავს “- ასე აფასებს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აანონსებს 2 ოქტომბერს სამშობლოში დაბრუნებას. ხუხაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებული ბილეთი არაფერს ნიშნავს და ეს მხოლოდ მისი პოლიტიკური ტაქტიკაა.

”ბილეთი ადრეც გამოუქვეყნებია, ბილეთის გამოქვეყნება არაფერს ნიშნავს. ეს არის პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილი. სააკაშვილი ამით ორ ამოცანას წყვეტს, ერთი რომ მობილიზებას ახდენს თავის ამომრჩევლის და მეორე ხელისუფლების გარკვეულ წრეებში დემორალიზება შეაქვს. ის ჩამოვა მხოლოდ მაშინ, თუ საკმარისი პირობები შეიქმნება იმისთვის რომ რამდენიმე დღით მაინც შესაძლებელი გახდეს საქართველოში გარკვეული მოქმედებების დაწყება, მას ასეთი პირობების შექმნის იმედი აქვს არცევნებისთვის, ეს პოლიტიკური ტაქტიკაა და მეტი არაფერი.” – ამბობს ხუხაშვილი Primetime-სთან საუბარში.