“ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს, თავში” – ამის შესახებ, მწერალმა და მსახიობმა გივი სიხარულიძემ “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“თუ ქართულ პოლიტიკაში ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას ან – ამბროსი ხელაიას მსგავს კაცს დავინახავ, კი ბატონო, მაგრამ ესენი ბანდიტები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ამიტომ, არც ოპოზიცია მადარდებს და არც – პოზიცია. მართალია, თითო-ოროლა ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ ამ ცრუპოლიტიკოსების უმრავლესობა ჩემთვის მიუღებელია. სიმართლე გითხრათ, არჩევნებში ჩემს თავსაც არ მივცემდი ხმას, რადგან მე კრისტალური ადამიანი არ ვარ და არ მინდა, ჩემი ხალხი მოვატყუო. მიუხედავად იმისა, რომ არავის ვემხრობი, მგონია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანია და ვერ მოერევიან. მარტივი ლოგიკაა: რომ მოგერიო, შენზე უკეთესი, შენზე გონიერი და წესიერი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ნაძირალა ვარ, ხალხი როგორ გამომყვება ან რატომ დამიჯერებს? ჩემი აზრით, ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს – თავში. ერთი კარგი გამონათქვამია: ისეთმა ძროხამ უნდა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო – აქაც იგივე სიტუაციაა. ჩემი აზრით, ეს ძალად ოპოზიცია სულ მალე პარლამენტში შეცუნცულდება და ამას ყველა დავინახავთ. ახლა კი გაიძახიან – არჩევნები გააყალბესო, მაგრამ ამ არჩევნების შედეგები მთელმა მსოფლიომ აღიარა: თქვეს, რომ ხარვეზებით, მაგრამ მაინც ჩატარდა. იმიტომ, რომ ვიღაცას მისი შედეგი არ მოეწონა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს? კი ბატონო, ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები, მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ, მაშინ გვეშველება? ხალხმა ვინმეს რომ დაუჯეროს, წესიერი ხალხი უნდა იყოს ოპოზიციის სათავეში და არა თავის თავზე შეყვარებული ვირთხები. ვის დავუჯერო? ალეკო ელისაშვილს თუ “გირჩს”, რომლის წევრებიც ახალგაზრდებს პლანის მოწევისკენ მიუთითებენ?”- ამბობს გივი სიხარულიძე.