ბოკერიას პარტიას მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა- ელისაშვილი

“ბოკერიას პარტიას მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა”- პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიას პარტია ევროპული საქართველო  ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან შეხვედრებზე დადის მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანონ დეტალები და მოლაპარაკებები ჩაშალონ.

“საბოტაჟით არიან დაკავებულნი. რატომ იცით? იმიტომ რომ, ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში. თავი მოეჭრა ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. უნდათ ყველაფერი ჩაშალონ და მე არ მინდა, ჩავშალო”, – ამბობს ელისაშვილი.