“ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გადადოთ ყველაფერი და მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ხმა მისცეს ცვლილებებს, მისცეს ხმა ოპოზიციას. აქ ლელოს გამარჯვებაზე არაა საუბარი, აქ საუბარია საქართველოს გამარჯვებაზე და საქართველო გაიმარჯვებს მაშინ, როცა შედეგად მივიღებთ ცვლილებას და ცვლილებას მივიღებთ მხოლოდ ერთობით და იმის სურვილით, რომ დავამთავროთ ეს დაჭაობებული ცხოვრება, რომელიც მოგვიტანა ქართულმა ოცნებამ. თითოეული მოქალაქის და თითოეული თქვენგანის ხელშია ყველაზე ძლიერი იარაღი – ეს არის ჩვენი ხმა. ბოლო ორი საათი გამოიყენეთ თქვენი ოჯახისთვის, საქართველოსთვის. გადადეთ ყველაფერი და მიდით საარჩევნო უბნებთან იმისთვის, რომ დავიწყოთ ახალი ცხოვრება და ცვლილებები ამ ქვეყანაში”

აცხადებს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.