ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 893 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge–ზე განახლდა

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 169 649
  • გამოჯანმრთელებულია – 141 392
  • გარდაცვლილია – 1 576
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 186
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 759
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 829
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი