ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 39 პაციენტი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევა, 4 599 პირი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 208 638
  • გამოჯანმრთელებულია – 180 441
  • გარდაცვლილია – 2 094
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 481
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 913
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 654