ბრიტანეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს COVID-19-ის პრევენციისთვის 100 000 ლარით დაეხმარა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარით დაეხმარა.

ბრიტანეთის საელჩომ გამოყოფილი თანხით შეიძინა სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, თერმომეტრები და სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია და ქართულ მხარეს გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე და თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ავთანდილ აბაშიძე დაესწრნენ.