ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში ნახსენებია 18 ნოემბრის დარტყმა ნავთობის ტერმინალზე ნოვოროსიისკის პორტში, რომლის მახლობლად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილია ბაზირებული.
ბრიტანელების თქმით, სწორედ იქ, ნოვოროსიისკში, რუსეთის სარდლობამ წყალქვეშა ნავები გადაიტანა ყირიმიდან მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ზაფხულში სევასტოპოლის პორტს შეუტიეს.
ახალი დარტყმა, ახლა უკვე ნოვოროსიისკის პორტის წინააღმდეგ, ცხადყოფს, რომ რუსული ფლოტი იქაც აღარ არის უსაფრთხოდ. უფრო მეტიც, ოქტომბერში ქერჩის ხიდზე აფეთქების შემდეგ, ყირიმში რუსული დაჯგუფებების მომარაგება ძირითადად საზღვაო გზით, ნოვოროსიისკიდან ხორციელდება. 18 ნოემბრის ინციდენტის დეტალები ბოლომდე არ არის ნათელი, მაგრამ უკრაინის არმიის ნებისმიერი დემონსტრირება ნოვოროსიისკზე დარტყმის შესაძლებლობის შესახებ სერიოზულად გაართულებს რუსული ფლოტის სარდლობის ცხოვრებას, რომელმაც უკვე დაკარგა პოზიციები შავ ზღვაში– წერს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.