ბრიტანეთი შიშობს, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და აშშ–მ შეიძლება უკრაინას დათმობებისკენ უბიძგონ – Times

ბრიტანეთის ხელისუფლება შიშობს, რომ გემანიამ, საფრანგეთმა და აშშ–მ, რომლებსაც ომის სწრაფად დასრულება უნდათ, შეიძლება უკრაინას რუსეთის მიმართ სწრაფი და არასაჭირო დათმობებისკენ უბიძგონ. ამის შესახებ გაზეთი თაიმსი წერს.

“ზოგიერთ ჩვენს მოკავშირეს, ალბათ მეტისმეტად უნდათ, რომ ის (პრეზიდენტი ზელენსკი) დარეგულირებაზე წავიდეს. ჩვენ კი ვთვლით, რომ სანამ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება, უკრაინამ სამხედრო თვალსაზრისით საუკეთესო საწყის პოზიციებს უნდა მიაღწიოს“– უთხრა გაზეთს ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

იმის შესახებ, რომ რუსების სიტყვის არ ჯერათ და ხედავენ, რომ რუსები მოლაპარაკებებს დროის გაჭიანურებისა და ძალების გადაჯგუფებისთვის იყენებენ, თავად უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით.