“ომიკრონის გადატანის შემდგომ გარკვეულად იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება ორგანიზმში, ამიტომ ყველასთვის ისევ მოწოდებაა აცრა, ვინც არ არის აცრილი და განსაკუთრებით ბუსტერი, ვინც ორჯერ აცრილია. უკვე ბევრი კვლევაა, რომ ბუსტერი სერიოზულად იცავს ინფიცირებისგან, როგორც ომიკრონის, ასევე ჰოსპიტალიზაციისგან და ასევე ფატალური შედეგისგან”

ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ.  ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ომიკრონის წინააღმდეგ, უმეტეს შემთხვევაში, “ვაქცინა არ მუშაობს”, რადგან თავადაც ორჯერ იყო აცრილი, თუმცა მაინც დაინფიცირდა.