“დელტასა და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ალბათ, უმეტესობაში, ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება ომიკრონი – მე ვარ, აგერ, მაგალითი. მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი ფაიზერის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა ომიკრონი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში ეს ვირუსი, იმაზე უფრო მსუბუქად, როცა მე მქონია არაერთი სხვა ვირუსი და 4-ჯერ და 5-ჯერ უფრო რთულად გადამიტანია. ამიტომ მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, მწვანე ბარათის გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება”

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.