“გა­დარ­ჩე­ნის მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ას და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა” – ამაზონში, ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ 4 ბავშვი ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს თქმით, ამა­ზონ­ში, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფი­დან 40 დღის შემ­დეგ 4 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ცო­ცხა­ლი იპო­ვეს.

1 მაისს, დილით 7:30 საათზე, თვითმფრინავი  Cessna 206  რადარებიდან გაქრა.  ის  არარაკუარადან, ამაზონის პროვინციაში, სან ხოსე დელ გუავიარეში, მიფრინავდა. ბავშვებს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც მაშველები ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, სამი ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების დედის, ცხედარი იპოვეს, ცხედრებს შორის ბავშვები არ იყვნენ და მათი კვალიც ავიაკატასტროფის ადგილიდან იკარგებოდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ძრავის გაუმართაობაა.

“ისი­ნი ჯუნ­გლებ­ში ცხოვ­რე­ბის ცოდ­ნამ გა­და­არ­ჩი­ნა. გა­დარ­ჩე­ნის მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ას და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა. ისი­ნი ჯუნ­გლე­ბის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ და ახლა ისი­ნი კო­ლუმ­ბი­ის შვი­ლე­ბი არი­ან”, – გა­ნა­ცხა­და გუს­ტა­ვო პეტ­რომ.

13 წლის, 9 წლის, 4 წლის და 1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი ჯუნ­გლებ­ში 1-ელ მა­ისს მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რე­ბი არი­ან. ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია, თუ როგორ შეძლეს ბავშვებმა ამდენ ხანს ამაზონის გაუვალ ჯუნგლებში გადარჩენა. თუმცა აღსანიშნავია, რომ  ბავშვები ჰუიტოტოს ადგილობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან და მათი თემის წევრები იმედოვნებდნენ, რომ გადარჩენის უნარების ცოდნა ბავშვებს მეტ შანს მისცემდა

ბავშვების მოსაძებნად მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა და სამხედროები ჩაერთნენ. პოვნის შემდეგ ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს ბოგოტაში და კლინიკაში მოათავსეს.