გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონზე საქართველოს ჩართულობით – რა წერია აშშ-ს თავდაცვის აქტში

გუშინ აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომლის მიხედვით, მომავალს წელს თავდაცვის ხარჯებისათვის ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

აქტში საუბარია რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე, რომლის განსახორციელებლად აღნიშნულია შავი ზღვის რეგიონისა და საქართველო–უკრაინის ჩართულობის მნიშვნელობა.

აქტის მიხედვით, თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გააგრძელოს ევროპული შეკავების ინიციატივის დაფინანსებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რათა აღმოვფხვრათ შესაძლებლობებში არსებული ჩავარდნები და ევროპაში განთავსებული ერთობლივი ძალების ინფრასტრუქტურული საჭიროებები.

ასევე:

  • ევროპაში განთავსებული შეიარაღების მარაგი გაზარდოს;
  • აშშ-ს ძალები უნდა გაიგზავნონ რუმინეთსა და ბულგარეთში. უნდა გაგრძელდეს საწვრთნელი პროგრამები ისეთ სამხედრო ადგილებში, როგორებიცაა ბანაკი მიხაილ კოგიელნიჩანუ რუმინეთში და ნოვო სელოს საწვრთნელი ბაზა ბულგარეთში;
  • გაიზარდოს ფოკუსი შავი ზღვის რეგიონში ცვალებად სამხედრო ბალანსზე რეაგირებისათვის, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ჩართულობით;

მოცემულ აქტს 23 ივლისს აშშ-ს სენატმა 86 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.