გამოგარჩევთ სიბრძნე და მახვილგონიერება – ღარიბაშვილი გურულებს

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ოცნების მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი წარადგინა. მან წარდგენისას გურულები შეაქო.

მან მოუწოდა ლანჩხუთელებს, მხარი დაუჭირონ მშვიდობასა და სტაბილურობას.

“სიტყვა გურია გულიდან მოდის და მინდა, რომ ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს.

მე ვიცი, რომ ლანჩხუთი გააკეთებს სწორ არჩევანს, გურულებს გამოარჩევს სიბრძნე და მახვილგონიერება. ვინ, თუ არა თქვენ, ძალიან კარგად იცით, განასხვავოთ სიკეთე ბოროტებისგან.

მე ვიცი, რომ ლანჩხუთი და გურია მხარს დაუჭერს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ბატონი ალექსანდრე სარიშვილი წარმატებით და გულით ემსახურება მშობლიურ ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს. ყველა მერი უნდა იყოს ხალხის სამსახურში, უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენ ვართ ხალხის მსახურნი, შესაბამისად, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვაჩვენოთ თავდადების მაგალითი. მხოლოდ ასე, სიყვარულით, ერთგულებით იქნება შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომა”,– მიმართა მან ლანჩხუთელებს.