გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება, უნდა შესრულდეს რეკომენდაციები – კელი დეგნანი

“გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება, უნდა შესრულდეს რეკომენდაციები”- საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, გაუგებარია, რომ არ ხდება ზომების მიღება.

“ჩვენ გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აღარაა საჭირო რაიმე სახის დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთან ჯგუფს. მათი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას ესაჭიროება მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდეს აღარ განმეორდეს და ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, შესაბამის დაწესებულებაში.  მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიცა იმიტომ, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება”, – ამბობს დეგნანი.