”გახარიას პარტია შემდეგი არჩევნებისთვის ალბათ აღარ იარსებებს. ვადამდელი იყო მისი შანსი.
სააკაშვილის ჩამოსვლამ ბოლო მოუღო [19 აპრილის შეთანხმებით ისედაც დაზიანებულ] ვადამდელსაც და გახარიასაც. ვადამდელის შანსი შეიძლება ისევ გაჩნდეს – უბრალოდ სხვა კრიზისის შედეგად. პარტია რომ გადაურჩეს, იდეოლოგია სჭირდება და იდეოლოგია არ გააჩნია, მისი პარტია კლანურადაა შექმნილი და კლანმა თუ არ ჭამა – იშლება. ამდენს იმიტომ ვყვები, რომ ერთი სასაცილო ფაქტი აღვნიშნო: ერთი და იგივე ხალხი გახარიათიც ხიხოს წნევას ზომავდა და სააკაშვილითაც [იხილეთ ოპოზიციური მედიის წინასაარჩევნო დღის წესრიგი და პატრონების ბრძნულ გათვლას, ხელისგულზე დაინახავთ] და ეგ ორი რომ ერთმანეთს ჩაწვავდა, მაგას ვერ ხვდებოდა ტრაგი – კომიკურ ბრიყვებთან გვაქვს საქმე.”

 

წერს,  „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.