გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი კორონავირუსი – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში არის შემთხვევები, როცა ადამიანებს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია გადატანილი აქვთ. მინისტრის თქმით, ეს პაციენტები სტაციონარში მოთავსებული არ იყვნენ.

„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომელებსაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი გამოკვლეულია და ამ ადამიანებში გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღემდე მიმდინარეობს. ის პაციენტები სტაციონარში არ ყოფილან“,- თქვა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 240 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.