გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” ერქმევა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” ერქმევა. ფოტო აღნიშნული წარწერით გახარიამ “Facebook-ზე გაავრცელა.

ექსპრემიერი პარტიის პრეზენტაციას გამართავს. მის გუნდში გაერთიანება დღეს დაადასტურეს გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ნატოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლევან დოლიძემ.