მინდა, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას – საქართველოს ყოფილი ელჩი NATO-ში

საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. მისი თქმით, გახარიას გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში პირველად ჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა აგრესიაზე, არამედ პრობლემების გადაჭრაზე.

„მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო ჩემი გადაწყვეტილება, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით, ამ ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება იმის შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, არა აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს.

ამასთან, დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისა და გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა ამ პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ”,-განაცხადა დოლიძემ.

გახარიას პარტიის პრეზენტაცია სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.