4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.
საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.
აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან:
- ალექსანდრე ხაბეიშვილი
- ბექა ქელეხსაშვილი
- გიორგი მუმლაძე
- მამუკა ლაბუჩიძე
- გურიელ ქარდავა
- ავთანდილ სურმანიძე
- თემურ ქურციკიძე.















