“გირჩი – მეტი თავისუფლებამ” სამედიცინო კანაფი დათესა

“გირჩი – მეტი თავისუფლებამ” სამედიცინო კანაფი დათესა. პარტიის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მათი მიზანია CBD-ის, იგივე კანაბიდიოლის ლეგალიზაციის მიღწევა, რადგან ის არ შეიცავს არცერთ ნარკოტიკულ საშუალებას და გამოიყენება მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით.

“ჩვენ გვაქვს დაწყებული CBD-ს პროექტი. დაიწყო ჩელემ, რომელმაც სცადა CBD-ის შემცველი პროდუქტების შემოტანა და გაუჩერეს საბაჟოზე, გასაჩივრებული აქვს. ჩვენ პროექტი გვაქვს, რომლის მიზანიც არის CBD-ს, რომელსაც შეიცავს მცენარე კანაფი, მთელი ციკლის რეალიზება. ესაა დათესვა, კულტივიზაცია, გაზრდა, ზეთის გამოხდა და სხვადასხვა პროდუქტის დამზადება.

საბოლოო ჯამში, ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი იყოს ლეგალური. ვინც არ იცის, CBD არის კანაბიდიოლი, დამტკიცებულია რომ არ არის ფსიქოაქტიური, არანაირ ნარკოტიკული ზემოქმედების ეფექტს არ იძლევა და აქვს რაღაც ტიპის სამედიცინო გამოყენება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ უნდათ, საზოგადოებას აჩვენონ მცენარის გაზრდისა და გამოყენების მთელი ციკლი, რის შემდეგაც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გაგზავნიან ნიმუშს და დაელოდებიან დასკვნას, რომ ის არ შეიცავს არავითარ ნარკოტიკულ საშუალებას.