“გისურვებთ, მალე დაბრუნდეთ” – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

“გისურვებთ, მალე დაბრუნდეთ” – ასე ულოცავს ტელეწამყვანი,  ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს, სოციალურ ქსელში.

“დაბადების დღეს გილოცავთ. გისურვებთ მალე დაბრუნდეთ თქვენ სამშობლოში. ქვეყანაში, რომელიც ჭაობიდან სახელმწიფოდ აქციეთ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.