გლდანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – დაკავებულია 1 პირი

გუშინ გლდანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებული კაცი დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაჭრის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.