დავაკავეთ 82 წლის კაცი, რომელმაც ძმის ცოლი სანადირო თოფით მოკლა – შსს

კასპში დააკავეს 82 წლის გ.გ. რომელმაც ძმის ცოლი – 73 წლის ქალი მოკლა.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტში, ძმის ცოლს, 1949 წელს დაბადებულ ლ.ნ. – ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”. – წერია განცხადებაში.