დაიპყრო ყირიმი, შეიჭრა საქართველოს ორ რეგიონში, პუტინს “ბოროტების იმპერიის” აღდგენა სურს – სენატორი უიკერი

პუტინს “ბოროტების იმპერიის” აღდგენა სურს  – ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი CNN-თან.  სენატორი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები, დროის გაყვანით მიზნით გამოიყენოს.

“აუცილებელია, ამას შევხედოთ რუსეთის წარსული ქმედებების კონტექსტში: 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, შემდეგ შეიჭრა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მანამდე, 2008 წელს შეიჭრა საქართველოს ორ რეგიონში. რუსეთს განაგებს ადამიანი, რომელსაც სურს დაბრუნდეს “ბოროტების იმპერიაში”, რაზედაც რონალდ რეიგანი საუბრობდა”, – თქვა სენატორმა.

სენატორი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან შეცდომა დაუშვა როდესაც, უკრაინაში აშშ-ის ჯარების ცალმხრივი შეყვანა გამორიცხა.

“შეერთებული შტატები, ცხადია, მუდამ უნდა ისწრაფვოდეს დიპლომატიისკენ, მაგრამ ამავე დროს, სწორედ ახლაა იმის დრო, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე, რაც კიევს საშუალებას მისცემს, დაიცვას საკუთარი თავი”, – თქვა სენატორმა.