დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, პუტინის იდეოლოგები არ უნდა ზეიმობდნენ – მეუფე მელქისედეკი

“დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, პუტინის იდეოლოგები არ უნდა ზეიმობდნენ “- ასე ეხმაურება, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, საქართველოში პუტინის იდეოლოგები არ უნდა ზეიმობდნენ…”- წერს მეუფე სოციალურ ქსელში.

რუსი პროპაგანდისტი საქართველოში 50–მდე მეგობართან ერთად დაბადების დღის ასაღნიშნად ჩამოვიდა. ისინი რესტორან “რუმსში” ჩერდებოდნენ თუმცა სავახშმოდ “ვინოტელში” გადაინაცვლეს, სადაც აქტივისტებმა აქცია გამართეს. შრომის ინსპექციამ როგოროც სასტუმროს სტუმრები, ისე სასტუმრო, დააჯარიმა. პოზნერი და მისი მეგობრები პოლიციამ კორდონის დახმარებით გაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს ტოვებს და მისთვის ჩარტერული რეისი დილის 6 საათზე ჩაინიშნა.  პოზნერის დაგეგმილზე ადრე გამგზავრება, თბილისში განვითარებულს მოვლენებს უკავშირდება. ის  საქართველოში გაჩერებას 3 აპრილამდე გეგმავდა.