დასანანია, რომ ენმ-მ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა – ვიოლა ფონ კრამონი

“დასანანია, რომ ენმ-მ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა “- ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმებისათვის ხელის არმოწერის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, Twitter-ზე წერს

“ძალიან დასანანია, რომ ენმ-მ ამ დროისთვის, 19 აპრილის შეთანხმებისათვის ხელის არმოწერა გადაწყვიტა. შეთანხმება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებასა და უფრო სამართლიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნაწილია”, — წერს კრამონი ტვიტერზე.