სამშაბათი, 7 მაისი , 2024, 13:21

დედას იგინება და მერე პასუხს იღებს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს – კობახიძე მშვილდაძეზე

“მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს. კაცი, რომელიც ყოველი ფეხი ნაბიჯზე დედას იგინება, მერე ამაზე იღებს პასუხს, მე მგონი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. მას აქვს პოლიტიკური მიზანი, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. საკუთარ გულში ჩაიხედოს, როცა შეურაცხყოფას აყენებდა უამრავ ადამიანს თავის გარშემო, ისიც არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამღვივებელი, ეს ყველამ იცის.”

ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი  კობახიძე ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას.