დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგო იპოვეს

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი ცოცხალი იპოვეს. გოგო  ერთ–ერთი ავტოფარეხის მიმდებარედ ძაღლის სახლში იყო შემძვრალი და ეძინა. წინასწარი ინფორმაციით ის კინოლოგების ძაღლმა იპოვა.

დიდ დიღომში ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა 11 წლის მარიამის მოსაძებნად, რომელიც რამდენიმე საათი გაუჩინარებული იყო. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო პოლიცია, სამაშველო სამსახურები, შსს–ს თანამშრომლები, კინოლოგები. მათთან ერთად ხალხი გოგოს ყველა ქუჩასა და ჩიხებში ეძებდა. დაიწყო კორპუსების სახურავების შემოწმება, შემოწმდაყველა კორპუსის პარკინგი და ვიდეოკამერების ჩანაწერები.

გოგონა გაუჩინარებამდე ბოლოს”მწვანე სკოლის” მიმდებარედ ნახეს. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კი ის ცოცხალი იპოვეს.