დიდ დიღომში, სახლში აფეთქება მოხდა – დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი

ფოტო : მთავარი არხი

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი. სავარაუდოდ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.