დიდ დიღომში 11 წლის დაკარგულ გოგოს ეძებენ

დიდ დიღომში ასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული და 11 წლის მარიამს ეძებს, რომელიც რამდენიმე საათია გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია, სამაშველო სამსახურები, შსს–ს თანამშრომლები, კინოლოგები. მათთან ერთად ხალხი გოგოს ყველა ქუჩასა და ჩიხებში ეძებს. დაიწყო კორპუსების სახურავების შემოწმება, მოწმდება ყველა კორპუსის პარკინგი და ვიდეოკამერების ჩანაწერები.

გოგონა ბოლოს”მწვანე სკოლის” მიმდებარედ ნახეს. სოციალურ ქსელებში გოგონას ფოტოს აზიარებენ და ყველას ბავშვის მოძებნაში დახმარებისკენ მოუწოდებენ.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დარეკეთ 112-ზე, მიმართეთ თქვენთან ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებას.