დონეცკის რეგიონში რუსებმა თავიანთი გენერალი კინაღამ მოკლეს – დაზვერვა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, “რუსი ჯარისკაცები მზად არიან, დახოცონ თავიანთი გენერლები, რომლებიც მათ აიძულებენ შეტევაზე გადასვლას”.

უწყების ცნობით, მოიპოვეს რუსი სამხედრო მოსამსახურის სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ დონეცკის რეგიონში რუსმა კონტრაქტორებმა კინაღამ დახვრიტეს გენერალი ვალერი სოლოდჩუკი და მისი მცველები, რომლებიც იქ ჩავიდნენ აჯანყების ჩასახშობად და “უარმყოფელებისთვის” ბრძოლის დასაძალებლად.

დაზვერვის განმარტებით, ჯარისკაცებმა უარი თქვეს ბრძანების შესრულებაზე და მზად იყვნენ “სტუმრების” აფეთქებისთვის.

“ამის შემდეგ რუსი გენერალი სამარცხვინოდ გაიქცა ფრონტის ხაზიდან”,– აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

სატელეფონო საუბარში ოკუპანტი ჩივის, რომ მისი ბრიგადის მხოლოდ მესამედი (600 ადამიანი) გადარჩა, დანარჩენი კი დაიღუპა ან დაიჭრა.