დროულად უნდა მოგვარდეს, ყოველი დღე გადამწყვეტია – იოსელიანი აქონდროპლაზიის პრეპარატზე

“დროულად უნდა მოგვარდეს, ყოველი დღე გადამწყვეტია” – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს.

“მინდა გამოვეხმაურო აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული.
სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები. მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია”, – აღნიშნულია განცხადებაში.