დღეს რომ ზურაბიშვილთან არ ვიყავით, არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრაზეც არ მივალთ – ნიკა მელია

”ის რომ დღეს ზურაბიშვილთან არ ვიყავით, არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრაზეც არ მივალთ “- განაცხადა ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ პრეზიდენტის წინასაახალწლო მიღებასთან დაკავშირებით.

”ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ. სხვა საკითხია რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ამ პროცესს  რა გამოვა და რამდენად გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, შემდგომ შეხვედრებში უშუალოდ ჩავერთვები. ის რომ დღეს ჩვენ ფიზიკურად იქ არ ვიყავით, იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი შეხვედრები თუკი გაიმართება, და იმედია გაიმართება, ჩვენ იქ არ ვიქნებით  ვიქნებით.” – განაცხადა ნიკა მელიამ.