ევროკავშირის ერთსულოვანი კენჭისყრის წესის გაუქმებას მხარს ვუჭერ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირის ერთსულოვანი კენჭისყრის წესის გაუქმებას მხარს ვუჭერ – ამის შესახებ,  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ  ერთსულოვანი კენჭისყრის წესის შენარჩუნება, რიგ ასპექტებში, შინაარს მოკლებულია

“თქვენ გვითხარით ის, თუ რა მიმართულებით გსურთ ევროპამ სვლა განაგრძოს. ახლა ჩვენი ჯერია, ყველაზე პირდაპირი გზით მივიდეთ დასახულ შედეგამდე. ამისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და დიახ, შესაძლებელია ხელშეკრულების შეცვლაც, თუ ამის საჭიროება იქნება”. – თქვა ფონ დერ ლეიენმა.