ევროკავშირის ოფისთან რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი

ხმაურია ევროკავშირის ოფისთან – ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება “და “ზნეობა” საპროტესტო აქციას მართავენ.

პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი.

დაკავებები ადგილზე მას შემდეგ დაიწყო რაც აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშის დაწვის მოწოდება გააჯრერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.