ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი აამოქმედა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

შავ სიაში მოხვდა 200–მდე ფიზიკური და იურიდიული პირი.

წესდება ახალი ზომები  ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის კონტროლისთვის

რუსებს შეეზღუდებათ წვდომა უპილოტო საფრენ აპარატებზე, მათ შორის მესამე ქვეყნების გავლით მათ მიწოდებაზე, როგორიც არის ირანი.

სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ოთხი ტელეარხის მაწყებლობის აკრძალვას როგორც ეთერში, ისე სხვა პლატფორმებზე.

წესდება ახალი შეზღუდვები სამთომომპოვებელი სექტორისთვის, მათ შორის აკრძალვები ახალ ინვესტიციებზე.

“რუსეთი განაგრძობს უკრაინაში სიკვდილის და განადგურების თესვას. ის ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და მშვიდობიან მოსახლეობას, ცდილობს ზამთარში ქვეყნის პარალიზებას. მაგრამ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ და ვაიძულებთ რუსეთს პასუხი აგოს მის სისასტიკეზე. ჩვენს მიერ დაწესებულმა სანქციების 8 პაკეტმა უკვე მიაყენა რუსეთს მძიმე დარტყმა. ჩვენ განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლას სანქციების მეცხრე პაკეტით. ჩვენს სასანქციო სიას დაემატება 200–მდე ფიზიკური და იურიდიული პირი.ეს მოიცავს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, როგორც ინდივიდუალურ სამხედროებს, ასევე სამხედრო ინდუსტრიის კომპანიებს. ასევე სახელმწიფო დუმის წევრებს, მინისტრებს, გუბერნატორებს, პოლიტიკურ პარტიებს. ეს სია მოიცავს საკვანძო ფიგურებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის სასტიკ სარაკეტო შეტევაზე სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, ასევე უკრაინელი ბავშვების გატაცებაზე რუსეთში, უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტის ქურდობაზე.

ჩვენ სანქციებს ვუწესებთ კიდევ სამ რუსულ ბანკს. ვაწესებთ ახალ საექსპორტო შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების პროდუქტებზე. მაგალითად, ქიმიკატებზე. აიტი კომპონენტებზე, ელექტრონიკაზე, და სხვა პროდუქტებზე, რომლებიც რუსულმა ომის მანქანამ შეიძლება გამოიყენოს. ჩვენ შევუზღუდავთ რუსეთს წვდომას საფრენ აპარატებზე. ავკრძალავთ მათ ექსპორტს როგორც პირდაპირ რუსეთში, ისე მესამე ქვეყნების გავლით, როგორიც არის მაგალითად ირანი. ჩვენი სამიზნეა რუსული პროპაგანდისტული მანქანაც. ოთხი არხის გავრცელება აიკრძალება ყველა პლატფორმაზე. ჩვენ ასევე ვიღებთ შემდგომ ეკონომიკურ ზომებს. რუსეთის ენერგეტიკული და წიაღისეულის მოპოვების სექტორების წინააღმდეგ.“–აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.